„უთხარით მტკიცე უარი მათ რუსულ მარშში მონაწილეობაზე!“ - ცისკარიშვილი საჯარო მოხელეებს

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღევანდელ აქციაზე ძალით ჩამოყვანილ ხალხს მინდა მივმართო - თქვენ არ გაქვთ არანაირი ვალდებულება, რომ მონაწილეობა მიიღოთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციაზე თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ. უთხარით მტკიცე უარი მათ რუსულ მარშში მონაწილეობაზე!, - ამის შესახებ დღეს, 29 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი ვალდებულება არ გააჩნია საჯარო მოხელეებს, იდგნენ „ქართული ოცნების“ გვერდით.

„პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით - „დღევანდელ აქციაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, ის არის „ქოცების“ აქცია და იმ აქციაში მონაწილე ადამიანებს, ვისაც აიძულებენ დღეს იქ ყოფნას, მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ თუ ჯერ ავტობუსში არ ჩამსხდარხართ, უარი უთხარით სხვადასხვა მიზეზებით, ან პირდაპირ მტკიცე უარი მიახალოთ „ქოცებს“ და უთხრათ, რომ არ გცალიათ და ეს არ არის ის ადგილი, სადაც თქვენ უნდა იყოთ და იღებდეთ მონაწილეობას ამ ხელოვნურ, ე.წ. აქციაში, სინამდვილეში რუსულ მარშში და ხალხის წინააღმდეგ გამართულ მონაწილეობას. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ხელფასს რომ გიხდიან ბიუჯეტიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ოცნება“ ან ივანიშვილი გიხდით, ან მდინარაძე, კობახიძე. ეს ხელფასი თქვენ გეკუთვნით, რადგან მუშაობთ საჯარო სამსახურში და ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენ ყველა, მთელი საქართველო და ეს არ არის „ქოცების“ ბიუჯეტი, ამიტომ არანაირი ვალდებულება არ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ მათ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციებში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა