სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების შეზღუდვა - ბოკუჩავა რუსულ კანონზე

სულ ნახვები : 103
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს იმისთვის, რომ  მიიღოთ კანონი, რომელსაც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე ეწინააღმდეგება?, - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძეს იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე.

ბოკუჩავას თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მთავარი მიზანი, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების შეზღუდვაა.

„ათი ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, რადგან არ სურთ ამ კანონის მიღება და ჩვენ, პარლამენტარებს არ გვაძლევთ შესაძლებლობას რომ კითხვები დავსვათ?

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზანი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების გამოვლენა და მონიტორინგია. მისი რეალური მიზანი და შედეგი, რომლის მიღწევასაც ეს კანონი ცდილობს არის სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების შეზღუდვა, მათი სტიგმატიზაცია, მათი საქმიანობის დელეგიტიმაცია და სწორედ იგივე მიზანი აქვს რუსულ კანონს, ამიტომ არის ჩვენი გადმოსახედიდან რუსული კანონი, ამიტომ ხედავს ამას საქართველოს მოქალაქე ამას როგორც რუსულ კანონს, რადგან მიზანი და შედეგი, რომლის მიღწევაც თქვენ გსურთ, არის იდენტური, ანალოგიური იმ მიზნისა და შედეგისა, რომლის მიღწევასაც ცდილობს რუსული კანონი. მუხლი პირველი უშუალოდ ეხება კანონის მიზანს და მოქმედების სფეროს და სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამაზე.

ბატონო მამუკა, როგორც იურისტს შეგიძლიათ თუ არა დაადასტუროთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის უფლება ეფუძნება გაერთიანების საერთაშორისოდ აღიარებულ თავისუფლებას, რომელიც ძლიერი, პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატიის ქვაკუთხედია. შეგიძლიათ კოლეგებსა და საზოგადოებას გააცნოთ რომელ საერთაშორისო კონვენციებით არის გაერთიანების უფლება დაცული და სწორედ გაერთიანების უფლების ნაწილია სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის შეუზღუდავად საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის მინიჭება? არის თუ არა თქვენთვის ცნობილი გაეროს უფლებადამცველთა დეკლარაციის შესახებ და შეგიძლიათ თუ არა დაადასტუროთ, რომ ამ გზამკვლევი დოკუმენტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად მოითხოვოს, მიიღოს ან გამოიყენოს რესურსები მშვიდობიანი გზით ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების ხელშეწყობის და დაცვის მიზნით.  თქვენ საუბრობდით იმაზე თუ რა განსხვავებებია „ფარას“, ფრანგულ კანონს, ავსტრალიურ კანონს და ყველა სხვა კანონს შორის. განმარტებითი ბარათი არ მიუთითებს დასაბუთებულ კონკრეტულ რისკებზე, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მედია ორგანიზაციების რაიმე კონკრეტულ მონაწილეობას ისეთ დანაშაულში როგორიც არის კორუფცია, ფულის გათეთრება და მასთან დაკავშირებული დანაშაულები.

შეგიძლიათ თუ არ წარმოადგინოთ რისკების შეფასების ანალიზი, დოკუმენტი ან კვლევა, რომელიც ადასტურებს კონკრეტული დანაშაულის რისკებს, რომელიც სამოქალაქო სექტორისგან მომდინარეობს და თუ ვერ ასახელებთ ამგვარს, კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლებრივ ლეგიტიმაციის ტესტს, რადგან გამჭვირვალობა თავისთავად არ არის ლეგიტიმური მიზანი შემზღუდველი ნორმების მისაღებად, არამედ დანაშაულის აღკვეთა არის ლეგიტიმური მიზანი და გამჭვირვალობა არის ამ მიზნის მიღწევის გზა. შესაბამისად, თქვენ უნდა შეგეძლოთ კონკრეტული რისკების დოკუმენტზე დაყრდნობით წარმოადგინოთ რა კონკრეტული რისკები შეიძლება მომდინარეობდეს სამოქალაქო სექტორისგან და ამას აკეთებს სწორედ სხვა დასავლური კანონები. ეს რისკი უნდა იყოს კონკრეტულიც, გარდაუვალი, ნამდვილი, რეალური, მიმდინარე და საკმარისად სერიოზული. ეუთო ოდირის შეფასება ამ კანონპროექტზე, რომელიც მგონია, რომ წაკითხული არ გაქვთ, მაგრამ თუ გაქვთ, მაშინ დამეთანხმებით, რომ 52-ე მუხლში ბატონო მამუკა საუბარია შემდეგზე - აბსტრაქტული ეჭვები არასამთავრობო სექტორის დაფინანსების კანონიერებასა და პატიოსნებაზე დაუსაბუთებელი კონკრეტული რისკის ანალიზზე მითითების გარეშე, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის რაიმე კონკრეტულ ჩართულობას დანაშაულის ჩადენაში როგორიც არის კორუფცია ან ფულის გათეთრება არ შეიძლება წარმოადგენდეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც ამართლებს ასეთი უფლების შეზღუდვას.

ახლა მე მაინტერესებს უბრალოდ თქვენგან მივიღო კონკრეტული პასუხი იმასთან დაკავშირებით რა არის ეს გარდაუვალი, ნამდვილი, რეალური, მიმდინარე და რეალური საფრთხე. თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილს ეშინია ხელისუფლების დაკარგვის და ხელისუფლების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით უნდა შეზღუდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა, ეს არის ზუსტად რუსული კანონის მიზანიც, ეს არის თქვენი კანონის მიზანიც ანუ მისი დედანი და თქვენი კანონი იდენტურია პირველ მუხლში, სადაც გაცხადებულია მიზანი და ამიტომ არის ეს კანონი რუსული, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეფემერული, აბსტრაქტული, თეორიული, შიშზე დაფუძნებული ჰიპოთეტური შიში ვერ იქნება ლეგიტიმური მიზანი ამგვარი შემზღუდავი ნორმების შემოღებისთვის. ხელისუფლების დაკარგვა თქვენთვის შესაძლებელია ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ სამართლებრივად და მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მიხედვით, ხელისუფლების დაკარგვა არ არის ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც იძლევა იმის უფლებას, რომ საერთაშორისოდ აღიარებული თავისუფლებები იყოს შეზღუდული ბლანკეტურად და დისკრიმინაციულად.

პირველი მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ ეს კანონი არ ზღუდავს ამ ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა მისი მიზანი სწორედ მათი საქმიანობის შეზღუდვაა და დეკლარაციულ დონეზე ამ ჩანაწერის გაკეთება ვერანაირად ვერ ანეიტრალებს მის შემზღუდავ ეფექტს და მის შემზღუდავ შედეგს, რაც ასევე სწორედაც რომ რუსული კანონის მიზანი, შედეგი და ეფექტურია და ამიტომ არის, რომ საქართველოში მოქალაქეები, კანონმდებლები, ენჯეოები, იურისტები ავლებენ პარალელს კრემლის კანონსა და თქვენს მიერ შემოთავაზებულ რუსულ კანონს შორის. მიგაჩნიათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია იმგვარი დანაშაულის გამოვლენაზე როგორიც არის კორუფცია და ფულის გათეთრება, რომლის პრევენციაც ნამდვილად წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს საზოგადოების ინტერესის დასაცავად ვერ  ართმევს თავს საკუთარ ვალდებულებებს? ან საბაჟო ვერ ართმევს საკუთარ ვალდებულებებს, ან საშემოსავლო სამსახური ვერ ართმევს თავს საკუთარ ვალდებულებებს, ან ფინანსთა სამინისტრო ვერ ართმევს თავს, რომელი უწყების ჩავარდნილი მუშობის გამო გახდა აუცილებელი დამატებითი და არასაჭირო რეგულაციების შემოღება, რომელსაც სინამდვილეში მასტიგმატიზირებელი, დელეგიტიმაციის შედეგის მქონე მიზანი  ექნება? თქვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ვერ ასაბუთებს არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანებას, არაეფექტურობას ან ხარვეზებს, რაც გამართლებდა ახალი ზომების შემოღებას. როგორც ამავე მუხლის პირველი პუნქტის განხილვისას მოგახსენეთ, ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს რეალური და არალეგიტიმური საფრთხის აცილება და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ხელისუფლების დაკარგვის შიშის გარდა, რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს იმისთვის, რომ  მიიღოთ კანონი, რომელსაც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე ეწინააღმდეგება?“ -   თინა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა