„პირდაპირ გადმოწერილია რუსული საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლი“ - რომან გოცირიძე „რუსულ კანონზე“

სულ ნახვები : 161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ კანონპროექტით საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები მტრულად ცხადდება, - განაცხადა ,,ევროოპტიმისტების'' დეპუტატმა რომან გოცირიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „რუსული კანონთან“ დაკავშირებით.

გოცირიძის თქმით, კანონპროექტში ხანდაზმულობის ვადა გადმოწერილია რუსული კანონიდან.

„ამბობთ, რა არის ამ კანონში რუსული - ამ კანონში პირდაპირ გადმოწერილია რუსული საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლი. პროექტში პირდაპირ გიწერიათ, რომ სამართალდარღვევისთვის ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი, რაც პირდაპირ რუსული კანონიდან არის გადმოწერილი, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. სუბიექტმა 100 მილიონიც რომ მოიპაროს ან დამალოს, სამი წლის მერე ეს უქმდება, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ 3 წელია“, - განაცხადა გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა