„ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას“ - კორძაია სახალხო დამცველზე

სულ ნახვები : 228
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ სახალხო დამცველის ლევანი იოსელიანის შესახებ, რომელსაც რუსული კანონის წინააღმდეგ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

კორძაიას განცხადებით, მისი მოვალეობაა დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად.

„მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს. ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო დღეს იმ კომფორტიდან, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით აქვს.

ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და ხელისუფლებას მოუწოდოთ, რომ არ მიიღოს კანონი, რომელთა დაკავშირებითაც სწორად სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება, დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება. ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა