„კი არ უნდა გამომაგდო, კითხვებზე უნდა მიპასუხო, შე მშიშარა“ - წითლიძე მდინარაძეს

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„კი არ უნდა გამომაგდო, კითხვებზე უნდა მიპასუხო, შე მშიშარა“, - ასე მიმართა ენმ-ს დეპუტატმა  ანა წითლიძემ უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს პარლამენტის ფოიეში, მას შემდეგ რაც ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას კომიტეტის სხდომა  დაატოვებინეს.

„ასე ხართ მაგარი კომიტეტიდან თუ გამოგვაძევეთ და კითხვებზე არ გვიპასუხეთ, გაიპარე, რა მაგარი ხარ“, - უთხრა წითლიძემ მდინარაძეს. 

შეგახსენებთ, პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც რუსული კანონი განიხილება, ოპოზიციონერ დეპუტატებს ერთმანეთის მიყოლებით დაატოვებინეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა