მე ვკითხულობ ამას, როგორც სტიგმას და ვკითხულობ როგორც ღალატს - ნინო ჩხობაძე რუსულ კანონზე

სულ ნახვები : 230
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, რომელიც მან დღეს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ე.წ. რუსული კანონის განხილვის დროს გააკეთა, მას მიაჩნია რომ კანონი, რომელსაც იღებს მმართველი პარტია, არის მიმართული ორგანიზაციების სტიგმატიზებისკენ.

ჩხობაძემ კიდევ ერთხელ ჰკითხა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომ მკაფიოდ განემარტა თუ რისთვის იღებენ ამ კანონს.

„კანონის მიზანი და მოქმედება - კანონის მიზანი რა არის? რომ ჩვენ სახელდება გვქვიოდეს და ვიყოთ უცხოური ძალის გამტარი ორგანიზაციები, თუ გამჭვირვალობა?

აქ ძალიან ღელავდა ყველა, როდესაც სიტყვა ეხებოდა ღალატს.

მე ვკითხულობ ამას, როგორც სტიგმას და ვკითხულობ როგორც ღალატს, რომ ჩემი ორგანიზაცია არის უცხო ძალის ინტერესების გამტარი, ანუ მოღალატე ორგანიზაცია. რა არის მიზანი კანონის?", - განაცხადა ჩხობაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა