თუ ფარხმალი დავყარეთ, მაშინ რა ვუთხრათ გიორგი ანწუხელიძის შვილებს? - სოფო ჯაფარიძე

სულ ნახვები : 235
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ ადამიანებს ვეტყოდი ერთს, იფიქრონ თავიანთი შვილების მომავალზე, -  ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს, 29 აპრილს თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ/ჩამოიყვანეს.

ჯაფარიძის თქმით, ახლა ბრძოლის შეწყვეტა და დათანხმება იმაზე რასაც აპირებს „ქართული ოცნება“ არის ღალატი იმ ადამიანების, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის.

„თუ ჩვენ ასე შევეგუეთ ამ უსამართლობას და ფარ-ხმალი დავყარეთ, რას შეეწირნენ ჩვენი წინაპრები და ის გმირი ადამიანები 9 აპრილს, რა შეეწირნენ შინდისის გმირები? რას ვეუბნებით გიორგი ანწუხელიძის შვილებს? და საერთოდ როგორ უნდა ჩახედონ მათ თავიანთ შვილებს თვალებში, თუ ეს კანონი გავიდა, მათი შვილებიც ძალია მალე გაიღვიძებენ რუსეთში, მე არ მესმის და ვერ ვიგებ იმ ადამიანებისას, ვინც ამ კანონს უჭერს მხარს, თუმცა ვიცი, რომ ასეთები არიან ერთეულები", - აცხადებს ჯაფარიძე გაზეთ „ქრონიკა+“ - თან საუბრისას.

სოფო ჯაფარიძის სრული ინტერვიუს წაკითხვა, გაზეთ „ქრონიკა+“ - ის დღევანდელ, 29 აპრილის ნომერში შეგიძლიათ.

გიგა გელხვიიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა