შეგვიძლია ორივე მხარეს პირნათლად დაველაპარაკოთ - იაგო ხვიჩია

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ჩაასხამს მარშუტკაში და მიჰყავს რაღაცის გასაპროტესტებლად ისე, რომ იმ ხალხმაც არ იცის, - ამის შესახებ დღეს, 29 აპრილს პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია დაელაპარაკოს ორივე მხარეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

„ზოგი, მოგეხსენებათ, დღეს ცუდ ცხოვრებას აპროტესტებდა; ზოგი საბჭოთა მმართველობის დასახმარებლად მოდიოდა. ძალიან ცუდად და შეურაცხმყოფლად ეპყრობიან ამ ხალხს. ძალიან ვწუხვარ და მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნების, ოჯახის წევრების და შვილების ნების საწინააღმდეგოდ მოდიან და ამბობენ, რომ წინ საბჭოთა კავშირისკენ თუ უკანო, როგორც არის. ეს, რომ უწევთ ადამიანებს, თან გაცხადებულად ყველას რომ ესმის, რა პროცესში მონაწილეობს, ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი. მე რამდენად მეკუთვნის ბოდიშის მოხდა, არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლების ქმედებაზე, მაგრამ ადამიანებს ეპყრობიან ასე შეურაცხმყოფლად. როგორც ადამიანი, რომელიც მომავალში აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას, პირობას ვდებ, რომ თუ ჩვენ აგვირჩევენ, საქართველოს მოქალაქეებს არასოდეს ეს არ მოუწევთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ არცერთ მხარესთან დასამალი არაფერი გვჭირს და შეგვიძლია, ორივე მხარეს პირნათლად დაველაპარაკოთ. ოპოზიციამ ხალხს მოუსმინოს. ხალხის ნებას მოუსმინოს და ეს გამოიცნოს. თავად კი ნუ გამოიქცევა სულ და ნუ ითხოვს გენერლობას, ხალხს მოუსმინოს და ეცადოს, რომ ბუნებრივად სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად იპოვოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა