მეგობრებო, უთხარით უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე, დადექით ისტორიის სწორ მხარეს - სოფო ჯაფარიძე

სულ ნახვები : 118
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს. საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს. მეგობრებო, უთხარით უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ, - ამის შესახებ დღეს, 29 აპრილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია არის სირცხსვილი და ხელისუფლების სიმხდალის გამოვლინება.

„დღევანდელი მათი კონტრაქცია არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ხელისუფლების სიმხდალის და შიშის გამოხატულება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ თუ კი ივანიშვილს და „ოცნებას“ რამის ეშინია, ეს არის ქართველი ხალხის ერთობა. დღეს ისეთი ერთიანია ქართველი ერი როგორც არასდროს. გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი მაგალითი, როდესაც ასი ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა გულწრფელი პროტესტის გამოსახატად და დღევანდელი აქციით დავინახავთ სხვაობას. დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს. საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს. მეგობრებო, უთხარით უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ.“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა