ოხანაშვილი როგორც იქცევა დეპუტატების მიმართ, ასე მოვა „ქართული ოცნება“ თითოეულის ოჯახში - ხატია დეკანოიძე

სულ ნახვები : 152
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოხანაშვილი როგორც იქცევა ახლა დეპუტატების მიმართ, ასე მოვა „ქართული ოცნება“ თითოეულის ოჯახში, თუ საზოგადოება არ იქნება ერთიანი და მართლა არ გააპროტესტებს იმას, ახლა რასაც სჩადის „ქართული ოცნება“, - განაცხადა ოპოზიციონერმა  დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს.

მისი  თქმით, ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ გადის კონსტუტუციური ჩარჩოდან.

ოპოზიციონერი  დეპუტატის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატები უმსგავსოდ იქცევიან, ყველაფერს კადრულობენ და ოპოზიციონერ კოლეგებს კანონის მიღებამდე უკვე აგენტებსა და მოღალატეებს  ეძახიან.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში  გვიმტკიცებდნენ, რომ შინაარსში არ შემოდიხართ, ახლა როცა მუხლობრივი ვსვამდით იმ კითხვებს, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ სიტყვებზე, რომლებზეც ნერვები ეშლება ბიძინა ივანიშვილსა და უმრავლესობას, წარმოუდგენელ შეურაცხყოფას გვაყენებენ. გვითიშავენ მიკროფონს, გვატოვებინებენ დარბაზს ძალის გამოყენებით, გვაყენენ შეურაცხყოფას. მაგალითად, მაჭარაშვილი, რომელიც პირდაპირ რუსული ინტერესების გამტარებელია, ახლა, უკვე ოპოზიციას გვეძახის აგენტებს, ღიად, საჯაროდ - საშინელებებს კადრულობენ. ამიტომ მე მივმართავ საზოგადოებას, ახლა, ეს პროცესი არის არალეგიტიმური, ამ პროცესს საერთოდ არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციური  ლეგიტიმაცია, ეს არის ჩარჩოდან გასვლა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ  ოხანაშვილი როგორც იქცეოდა ახლა დეპუტატების მიმართ, ასე მოვა „ქართული ოცნება“ თითოეულის ოჯახში, თუ საზოგადოება არ იქნება ერთიანი და მართლა არ გააპროტესტებს იმას, ახლა რასაც სჩადის ქართული ოცნება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა