იტალიის პრემიერი ევროპარლამენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იტალიის ნთავრობის მეთაურმა, ჯორჯია მელონიმ, ქალაქ პესკარაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ

ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.

მელონი შეეცდება, გააძლიეროს თავისი პარტიის მხარდაჭერა, თუმცა, როგორც იტალიური მედია აღნიშნავს, არჩევის შემთხვევაში ის არ დაიკავებს ადგილს ევროპარლამენტში.

„ჩვენ გვინდა, ევროპაშიც გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ იტალიაში. შევქმნათ უმრავლესობა, რომელიც აერთიანებს მემარჯვენეებს და აგზავნის მემარცხენეებს ოპოზიციაში“, – განაცხადა მელონიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა