აზერბაიჯაბში უფლებადამცველი ანარ მამადლი დააკავეს

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აზერბაიჯაბში უფლებადამცველი, არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრის (SMDT) ხელმძღვანელი ანარ მამადლი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს მამადლი ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით  დააპატიმრეს 2013 წლის 16 დეკემბერს, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ღიად გაკრიტიკების შემდეგ. საერთაშორისო პროტესტის მიუხედავად, 2014 წლის მაისში მას 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2014 წლის 29 სექტემბერს, ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი მამადლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიენიჭა ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემია ადამიანის უფლებათა სფეროში მისი „გამორჩეული“ ქმედებებისთვის. 2016 წლის 17 მარტს, თითქმის 2,5 წლიანი პატიმრობის შემდეგ, მამადლი ალიევმა შეიწყალა.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანში ტრადიციაა ალიევის ყოველი არჩევნების შემდეგ მამადლის დაპატიმრება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა