„ვინც თქვენს დაჩაგვრას ცდილობს ეს არის ხელისუფლება“ - ახალგაზრდების მიმართვა მასწავლებლებს

სულ ნახვები : 145
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახალგაზრდები, რომლებიც უკვე ერთ კვირაზე მეტია, თბილისსა და რეგიონებში რუსულ კანონს აპროტესტებენ, საჯარო სკოლების პედაგოგების პროტესტს უერთდებიან.

მათი თქმით, უფრო მეტმა მასწავლებელმა უნდა გამოხატოს პროტესტი, რუსული კანონის წინააღმდეგ და არ შეეშინდეთ არაფრის, რადგანაც ახალგაზრდები მათ გვერდით არიან.

„ყველა მასწავლებელს გვერდში გიდგავართ მოქალაქეობრივი მოძრაობების მხრივ და მოგიწოდებთ, რომ თქვენი აზრი ღიად დააფიქსიროთ და შეეწინააღმდეგოთ ამ წინაღობას, რომელსაც ხელისუფლება გიმზადებთ. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებით, არავის არ დავაცაგვირნებთ თქვენს თავს. ერთადერთი ვინც თქვენს დაჩაგვრას ცდილობს ეს არის ხელისუფლება“, - განახადა ერთ-ერთმა აქტივისტმა მედიასთან საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა