საქართველო დგას მეორედ გასაბჭოების ძალიან რეალური საფრთხის წინაშე - ანა ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველო დგას მეორედ გასაბჭოების ძალიან რეალური საფრთხის წინაშე, ამ გასაბჭოებისთვის სჭირდებათ მათ ეს კანონი,  ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა  ნაცვლიშვილმა  განაცხადა. 

მისი თქმით, კრემლის დასახულ ამოცანას ოცნება დიდი ენთუზიაზმით ასრულებს.

„ჯერ კანონი მიღებული არ არის და ხედავთ, როგორი რეპრესიული მექანიზმებით ჩამოართვა სიტყვა, გააძევა, გააჩუმა ადამიანები ოხანაშვილმა. საქართველო დგას მეორედ გასაბჭოების ძალიან რეალური საფრთხის წინაშე, ამ გასაბჭოებისთვის სჭირდებათ მათ ეს კანონი. კანონის გარეშე ამ ყველაფერზე ლაპარაკობენ, მაგრამ ხვალ რომ აღასრულონ ეს ყველაფერი, ფორმალურად სჭირდებათ კანონიერი საფუძველი და ამისთვის იღებენ ამ რუსულ კანონს. ეს არიოს მათი და კრემლის ამოცანა, რომელსაც დიდი  ენთუზიაზმით ასრულებს  „ქართული ოცნება“, -  განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა