ყველაზე ცუდი შედეგებიც კი გათვლილი გვაქვს და ამ ყველაფერისთვის ვემზადებით - გიორგი დუმბაძე

სულ ნახვები : 3,773
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოქტომბრში ვნახავთ, რა შედეგებს მოუტანს ეს „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ პასუხს გასცემს ქართველი ხალხი, ახლაც კანონთან მიმართებაში და მერე, ოქტომბერში არჩევნებზე, - განუცხადა  „ქრონიკა +“ -ს აქციების სტუდენტების აქციების ერთ - ერთი ორგანიზატორმა ,  გიორგი დუმბაძემ.   

მისი თქმით, ამ აქციების მიზანი რუსული კანონის უკან გაწვევაა, გრძელვადიან შედეგში კი „ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრებაა.

„ამ აქციების მოკლევადიანი შედეგი იქნება და ყველაზე ეფექტური, რისთვისაც ჩვენ თავს და ძალას არ დავზოგავთ -რუსული კანონის უკან წაღება.  ჩვენ ყველაფერი  გვაქვს  გათვლილი და ყველაზე ცუდი შედეგებიც კი და ბუნებრივია, ამ ყველაფერისთვის ვემზადებით.  გრძელვადიანი შედეგი იქნება ის, რომ რუსეთის სატელიტი მთავრობა აღარ გვეყოლება.  ოქტომბრში ვნახავთ, რა შედეგებს მოუტანს ეს „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ პასუხს გასცემს ქართველი ხალხი, ახლაც, ამ კანონთან მიმართებაში და მერე, ოქტომბერში არჩევნებზე“, - განუცხადა „ქრონიკა +“ -ს დუმბაძემ.

სტუდენტური აქციების ერთ-ერთ ლიდერთან ინტერვიუს წაკითხვა „ქრონიკა +“ -ის 29 აპრილის ნომერშია შესაძლებელი

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა