იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ბოკუჩავა და აქუბარდია გააძევეს, მანჯგალაძემ კი თვითონ დატოვა დარბაზი

სულ ნახვები : 155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა გააძევეს. პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს უვიცი მოღალატეები უწოდა.  აქუბარდიას კი პოლემიკაში შესვლის გამო დაატოვებინეს დარბაზი.

„ამდენი ხანი ხომ კითხულობდით, რომელი მუხლია რუსულიო, რომ გითხარით, ყველა მუხლი რუსულია, აღარ მოგწონთ ხომ?! მოღალატეები ხართ და თან უვიცი მოღალატეები ხართ!" , - განაცხადა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა