ამ კანონის მიღება ნიშნავს საქართველოს მკაფიო დაშორებას გაცხადებულ ამოცანასთან - პიტერ სტანო

სულ ნახვები : 164
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახურის, პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველო რუსული კანონის მიღებით ასცდება არჩეულ კურსს.

მისი თქმით, ამის შესახებ მკაფიოდ გააკეთეს განცხადებები, შესაბამისმა პირებმა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით განიხილება საქართველოს პარლამენტში, არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და მოლოდინებთან. ბატონმა ბორელმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ მკაფიოდ თქვეს, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს საქართველოს მკაფიო დაშორებას მის გაცხადებულ ამოცანისგან, რაც გახლავთ ევროკავშირთან დაახლოება", - განაცხადა სტანომ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა