არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს იძულებით არის ჩამოყვანილი - მიხეილ სარჯველაძე

სულ ნახვები : 76
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს ის იძულებით არის ჩამოყვანილი და თითქოს, მას საკუთარი აზრი არ გააჩნია, არავინ გაბედოს და არ მიაყენოს შეურაცხყოფა აქ ჩამოსულ რომელიმე მოქალაქეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ორგანიზებით საყოველთაო-სახალხო შეკრება იმართება.

„კატეგორიულად მიუღებელია დღეს რაღაცნაირად დემონიზება ადამიანებისა, რომლებიც დედაქალაქში ჩამოდიან სხვა ქალაქებიდან, მთელი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. არავინ გაბედოს და მიაყენოს შეურაცხყოფა აქ ჩამოსულ რომელიმე მოქალაქეს. ასეთი რამ არ ეკადრება პირველ რიგში პრეზიდენტს და მერე ყველას, ვინც თავს უფლებას აძლევს და ვინმე აკეთებს ასეთ დასკვნებს, რომ საქართველოში დედაქალაქში მცხოვრებელს მეტი უფლება აქვს, ვიდრე  სხვას. ასეთი რამის უფლება არავინ მისცეს თავს და გააკეთოს.

მეორე, არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, რომ თითქოს ის იძულებით არის ჩამოყვანილი და რომ თითქოს, მას საკუთარი აზრი არ გააჩნია და არ აქვს საკუთარი ღირებულებები. ეს არავინ გაბედოს და არც ერთ აქ მდგომ ადამიანს ასეთი რამ არ დააბრალოს. ეს არის უსინდისობა, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა