საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ივანიშვილია - კახა კალაძე

სულ ნახვები : 81
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ივანიშვილია - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

"გუნდს, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, ამ გუნდის დამფუძნებელს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, მადლობა იმისთვის რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები საქართველოს, ხელისუფლების მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორად ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა იმისა, რომ ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, უდიდესი შემოტევებისა, ჩვენ მოვახერხეთ პრინციპული პოზიციის შენარჩუნება და დავიცავით მშვიდობა, შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში. დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს - საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ"- აღნიშნა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა