მომაკვდავი დემოკრატის როლს ირგებდა და სიმულირებდა - ვოლსკი სააკაშვილზე

სულ ნახვები : 145
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი მომაკვდავი დემოკრატის როლს ირგებდა და სიმულირებდა.

მისივე შეფასებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიზანი, პოლიტიკური პროცესების ავანგარდში ყოფნაა.

„დადასტურდა, რომ სააკაშვილი არათუ ავად არის, არამედ უნდა, რომ ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას.

ეს ფაქტია და ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ამაში არ არის საქმე. ამდენი ხანი ამ თაღლითობის პოლიტიკით, რევოლუციურო პროცესების განვითარების დაუოკებელი ჟინი და სურვილი, რამაც სააკაშვილი დააწვინა ლოგინში და ამდენი ხანი სიმულაციას ახდენდა მომაკვდავი დემოკრატის, აი ამაშია საქმე, ეს არის სიბინძურე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა