დღეს, 18:00 საათზე პარლამენტთან სტუდენტები აქციას გამართავენ

სულ ნახვები : 118
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 30 აპრილს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ აქციას სახელწოდებით - არა რუსულ კანონს! გამართავენ.

მათი თქმით, ისინი უნივერსიტეტების შენობების , პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და იქიდან უკვე მსვლელობით გადაინაცვლებენ, რუსთაველის გამზირისკენ.

„დღეს 18:00 საათზე ისევ ვიკრიბებით სტუდენტები თსუ-სა და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტების კორპუსებთან, დავიძვრებით მსვლელობით რუსთაველის მეტროსკენ, სადაც შემოგვიერთდებიან სხვა სტუდენტებიც და შემდგე უკვე მარშით წავალთ პარლამენტისკენ. ჩვენი მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა მთავრობას და დავაფიქსიროთ ის მოსაზრება, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში და გვინდა ევროკავშირში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა