პიტერ სტანო რუსულ კანონზე: „შეიძლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს წინააღმდეგობა გაუწიოს“

სულ ნახვები : 321
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება და ამ კანონმა, მისი საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს.

„რაც ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ, იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება, რომლებიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ზედამხედველობას უწევენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს მხარს ვუჭერთ. ჩემი აზრით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ანუ წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროპული ღირებულებების ერთგულებასა და ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო სურვილს და არა დაშორების. რასაც ამ კანონის მიღება აჩვენებს. უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს მის მიერ დასახული მიზნიდან დაშორებას ნიშნავს, რასაც ევროკავშირთან დაახლოება წარმოადგენს.

უმაღლესმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ისაუბრა. ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება და ამ კანონმა, მისი საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, შეიძლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს წინააღმდეგობა გაუწიოს", _ აღნიშნა სტანომ.

სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი ინტერაქციაშია პარტნიორებთან, მთავრობასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა მათ ავუხსნათ თუ რა არის არასწორი ამ კანონში და რა იქნება ამ კანონის ნეგატიური შედეგები. ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, რა შედეგი ექნება საქართველოს დასახულ მიზანზე, რომ ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს.

„შემოდგომაზე ევროკომისია გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებს. ეს ყველაფერი ანგარიშში აისახება და როგორც სხვა ნებისმიერი კანდიდატი სახელმწიფოს შემთხვევაში, თუ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის ან პირიქით უკუსვლაა, ეს მოქმედებს საერთო მიდგომასა და სახელმწიფოს პროგრესზე, რომ მიაღწიოს მთავრობისა და ხალხის მიერ დასახულ პრიორიტეტებს, რათა ევროკავშირს დაუახლოვდეს“, - თქვა პიტერ სტანომ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა