არ გამოუვათ - ზურა გირჩი ჯაფარიძე ივანიშვილის განცხადებაზე

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვიცით, რომ გასუფთავება უნდათ ქვეყნის დასავლეთის გავლენისგან, რასაც მოჰყვება სამოქალაქო სექტორის და შემდეგ ოპოზიციური პარტიების გაქრობა, - ასე აფასებს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან გუშინ, 29 აპრილს, პარლამენტთან სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად მცდელობისა არაფერი გამოუვა არც ივანიშვილს და არ მის გუნდს.

„ის რომ გამოვიდა და საჯარომ მოგვიყვა რას აპირებს, ცოტა შეიძლება უცნაური ამბავი იყოს, მაგრამ ყვება ხოლმე ესეთ რაღაცებს და ამაში ახალი არაფერია, ისედაც ვიცით რას აპირებენ ამ კანონის მიღების მერე. ვიცით, რომ ქვეყნის ჩაკეტვა უნდათ, ვიცით, რომ გასუფთავება უნდათ ქვეყნის დასავლეთის გავლენისგან, რასაც მოჰყვება სამოქალაქო სექტორის და შემდეგ ოპოზიციური პარტიების გაქრობა, მაგრამ არ გამოუვათ ეს ყველაფერი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა