როგორც არ უნდა ეცადოს რუსული სცენარის განხორციელება, ეს განწირული არის მარცხისთვის - საბა ბუაძე ივანიშვილზე

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ლელო“-ს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის“ ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს იყო პირდაპირი განაცხადი ანტისახელმწიფოებრივი ზრახვების.

ბუაძის თქმით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მისი ჩანაფიქრი განწირულია.

„არანაირი ეჭვი აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი დგას კრემლთან ერთად და ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს უთხრის ძირს. დააანონსა ასევე რეპრესიები და ყველა ის მეთოდი, რომლითაც მისი მსგავსი ხალხი ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. მაგრამ რაც არ უნდა დააანონსოს და როგორც არ უნდა ეცადოს ამ რუსული სცენარის განხორციელება, ეს განწირული არის მარცხისთვის“, - განაცხადა ბუაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა