ეს არის დიდი რუსული სცენარი საქართველოს გასაბჭოების - ანა ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 94
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მოლოდინი აქვს პარლამენტის თავმჯდომარე  შალვა პაპუაშვილი დღესაც ისე გამოიყენებს თავის ძალაუფლებას, როგორც ამას გუშინ „ოცნების“ ლიდერები ე.წ. რუსული კანონის საკომიტეტო განხილვისას  აკეთებდნენ, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს  ერთმანეთის მიყოლებით აძევებდნენ დარბაზიდან.

დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი სესიაზე მეორე მოსმენით გადის. ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის მცდელობა საქართველოს ხელახლა გასაბჭოების.

„შალვა  პაპუაშვილი დიდი  ხანია ცდილობს,  რომ თავისი ადმინისტრაციული ძალაუფლება  გამოიყენოს ძალიან მიკერძოებულად, არა  როგორც პარლამენტის ლიდერმა, არამედ როგორც პარტმუშაკმა.  არ გამიკვირდება, რომ დღესაც იგივე გააკეთოს, ეს არის დიდი რუსული სცენარი საქართველოს გასაბჭოების, ამ ქვეყნის წინ დიდი ფარდის ჩამოშვების“,   - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა