ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი, სუვერენიტეტის გზით მივდივართ წინ - მაჭარაშვილი

სულ ნახვები : 163
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი, სუვერენიტეტის გზით და ქართული ღირებულებებით მივდივართ წინ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ამას რეალური საფუძვლები აქვს. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი, სუვერენიტეტის გზით და ქართული ღირებულებებით მივდივართ წინ. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში მიღება ქართული საზოგადოებისთვის პირველ რიგში, ქართული ღირებულებების დაცვა და შემდეგ ევროპული ღირებულების დაცვაა, ჩვენ არსად არ მივდივართ – არც ჩრდილოეთში, არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც დასავლეთში – აქ ვცხოვრობთ, ქართული ტრადიციებით, როგორც ევროპული ტიპის ქვეყანა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა