„საქართველოს ჯარმა კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე - სალომე ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საქართველოს ჯარმა კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“.

„საქართველოს ჯარმა კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს- ტერორიზმთან ბრძოლას. დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ და პირველ რიგში, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით, არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა 19-ე საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას, ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა