რამზან კადიროვმა ჩეჩნეთიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში ბიევიკების ახალი ჯგუფი გაგზავნა

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2024 წლის 30 აპრილს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ დაქირავებულთა ახალი ჯგუფი, რომელიც გაწვრთნილი იყო ე.წ. რუსულ სპეცდანიშნულების უნივერსიტეტში, გუდერმესში, იგზავნება უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან არ დააკონკრეტა ჯგუფის წევრთა რაოდენობა, ისევე როგორც მისი შემადგენლობა - ადრე უფლებადამცველებმა განაცხადეს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გაგზავნის შესახებ ომში და მობილიზაციის გამოყენებაზე, როგორც რეპრესიის საშუალებად მათ წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება ჩეჩნეთის ხელისუფლების პოლიტიკას.

კადიროვის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გაგზავნილი ჯგუფი ,,ახმატის" სპეცრაზმს ეკუთვნის. სპეცრაზმის უნივერსიტეტში მათ ,,საუკეთესო ინსტრუქტორები" ამზადებდნენ, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

ერთი დღით ადრე კადიროვმა ამ სასწავლო ბაზის კურატორად თავისი 16 წლის ვაჟი ადამი დანიშნა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა