ივანიშვილი ზიზღის თესვით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას - დავით კირკიტაძე

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზიზღის თესვით ცდილობს  ძალაუფლების შენარჩუნებას,  - განუცხადა CNews-ს ენმ-ს დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს ხელისუფლების აქციაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

კირკიტაძის თქმით, მმართველი ძალის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს  აქვთ, არამედ დაპირისპირების თესვით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

„ის არ საუბრობს იმ რეალობაზე, რაც სჭირდება საქართველოს მოქალაქეს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ის კვლავ ჩარჩენილია შურისძიების, ბოღმის, საზოგადოების, დაპირისპირების, ერის გაყოფის ძალიან სამწუხარო პროცესში. ეს არის სულ. გვაშორებს ევროპას, ებრძვის ყველას, -ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს, ვისაც ამ ქვეყნისთვის კარგი უნდა.  ამ ზიზღის თესვით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა ნიშანდობლივია, ის რომ მისი მომხრეებიც, მათ მიერ ჩამოყვანილი ხალხი მისი გამოსვლის დასრულებასაც კი არ დაელოდნენ. ყველამ ნათლად დაინახა, როგორ დაიშალა ხალხი“,  - განაცხადა დავით კირკიტაძემ CNews-თან საუბრისას.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა