ცდილობს მინიჭებული ძალა-უფლება გამოიყენოს მიკერძოებულად - ანა ნაცვლიშვილი პაპუაშვილზე

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ლელო“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოში იქცევა არა როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, არამედ, როგორც პარტ მუშაკი.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ. რუსული კანონის მეორედ მოსმენის დროს, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ შეეცდება საქართველოს რკინის ფარდა ჩამოაფაროს.

„შალვა პაპუაშვილი უკვე დიდი ხანია ცდილობს დარბაზში, რომ მისთვის მინიჭებული ადმინისტრაციული ძალა-უფლება გამოიყენოს მიკერძოებულად, არა როგორც პარლამენტის სპიკერმა არამედ როგორც პარტ მუშაკმა. არ გამიკვირდება, რომ დღესაც იგივე ჰქონდეს. დიდი რუსული სცენარი საქართველოს გასაბჭოების, ამ ქვეყნის წინ დიდი ფარდის ჩამოშვების", - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა