როდესაც ჩვენ ვახდენთ არგუმენტირებულად საუბარს, არ გვალაპარაკებენ - კორძაია უმრავლესობაზე

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს არ სურთ „რუსული კანონის“ განხილვა შინაარსობრივად და ეს გამოიკვეთება იმაში, რომ ისინი არ აძლევენ ოპონენტებს არგუმენტირებულად საუბრის საშუალებას.

კორძაია მიიჩნევს, რომ დღეს, 30 აპრილს, რუსული კანონის მეორედ მოსმენის დროს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მოიქცევა ისე, როგორც გუშინ 29 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი იქცეოდა.

„ანრი ოხანაშვილმა გუშინ, ისეთი ერთგულება აჩვენა ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარების ნაწილში, რომ მე მგონია შალვა პაპუაშვილისთვის მაგალითი იქნება და ისიც ისევე დაარღვევს ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას და პროცესუალურ უფლებებს, როგორც გუშინ იქცეოდა ანრი ოხანაშვილი, მაგრამ ეს კიდევ უარესია მათთვისვე. ცალსახაა, როდესაც ჩვენ ვახდენთ ციტირებას და არგუმენტირებულად საუბარს, ჩვენ არ გვალაპარაკებენ, ესე იგი ვის არ უნდა შინაარსობრივი განხილვა? „ოცნებას“ რა თქმა უნდა“, - განაცხადა კორძაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა