მატულობენ ხილული თუ უხილავი მტრები - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, არამედ, პირიქით, ათწლეულებიდან ათწლეულებამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენს მიწა-წყალს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ისტორიული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართ სხვა საფრთხეები, ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.

„ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, არამედ, პირიქით, ათწლეულებიდან ათწლეულებამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენს მიწა-წყალს, მის მოსახლეობას და ერთიანობას.

რუსეთის ისტორიული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართ სხვა საფრთხეები, ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ამიტომ, დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად ვიაზრებთ ძლიერი თავდაცვის ძალების მნიშვნელობას და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას, რომ განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ისე სხვა ფორმატებში თქვენს დასახმარებლად, საუკეთესო ტექნოლოგიების აღსაჭურვად, წვრთნებით, შეიარაღებით ხელი შევუწყოთ თავდაცვის ძალების გაძლიერებას. ქალბატონებო და ბატონებო, თავდაცვის ძალები დღეს პატივს მივაგებთ ასევე იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს, თქვენი შვილები, მამები, მეუღლეები გმირები და პატრიოტები არიან. მათი გმირობით დგას დღეს საქართველო დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოდ. ყოველთვის გვემახსოვრება მათი სიმამაცე და თავგანწირვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა