„კუთხეში მომწყვდეული ვირთხა სახიფათოა“ - პაატა მანჯგალაძე ივანიშვილზე

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვნახეთ შეშინებული, დამფრთხალი ივანიშვილი, კი, ბატონო კუთხეში მომწყვდეული ვირთხა სახიფათოა, - განუცხადა  CNews-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს, სახელისუფლებო აქციაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

მანჯგალაძის თქმით, არ აპირებს იმ ხალხზე ცუდის თქმას, ვინც აქციაზე იძულების წესით ჩაიყვანეს.

„ვნახეთ 28 აპრილის აქცია, სადაც ხალხი თავისით იყო მოსული,  ოპოზიციას ერთი ლარი დაგვიჯდა აქციის ორგანიზება, ბიძინა ივანიშვილს, ალბათ, რამდენიმე მილიონი. იქ შვიდი საათი იყო აქციაზე ხალხი და გუშინ, საათ ნახევარში აღარავინ აღარ იყო დარჩენილი ქუჩაში.  ეს მარტივი მაგალითია და ადვილი განსასჯელია, რამდენად სანდოა ასეთი „მხარდაჭერა“. ეს ხალხი, საჯარო მოხელეები ასე დადიოდნენ წინა მთავრობისა და იმის წინა მთავრობის დროსაც.  ამ ხალხზე ცუდის თქმას არ ვაპირებ.  წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა, როდესაც რაიონში ცხოვრობ, 450 ლარი გაქვს შემოსავალი და გემუქრებიან, რომ მასაც დაკარგავ. რა ქნას ამ ადამიანმა, რა არჩევანი აქვს? წინა მთავრობაც ასე ექცეოდა, ეს მთავრობაც ასე ექცევა, რაც ქნას?  მოდის, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მოსწონს ივანიშვილი, ან ის, რასაც ამბობს. პირიქით, ეს ხალხიც კი არ მისცემს არჩევნებზე ხმას.

გუშინ ჩვენ ვნახეთ შეშინებული, დამფრთხალი ივანიშვილი, ცდილობდა პოზიტიური ყოფილიყო, გახარებული ყოფილიყო და იმ დაწერილ ტექსტსაც ვერ კითხულობდა სინამდვილეში. კი, ბატონო, კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა სახიფათოა“, - განუცხადა მანჯგალაძემ CNews-ს.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა