ბიძინა ივანიშვილი არის შეუმდგარი დიქტატორი, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს - ვაშაძე

სულ ნახვები : 161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილი არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ და ისევ მუქარას დაუთმო - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოლიგარქი ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს.

„დახარჯული მილიონები იმისთვის, რომ ეს ხალხი იძულებით თბილისში ჩამოეყვანათ, ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის სახით არაფერი შერჩენია. უფრო მეტიც, ეს არის ხელისუფლება, რომლის მოშორება ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ და ისევ მუქარას დაუთმო, ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს.

ამით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა ამოცანა, რაც ჩვენ გაქვს - ის ჩვენ სწრაფად უნდა მოვაშოროთ ქვეყანას იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ წავიდეთ, განვვითარდეთ, წინ წავიდეთ. აქეთ ელიტა, ზემდიდარი ადამიანები სცენიდან მიმართავდნენ ღარიბ, გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც იძულებით ჩამოიყვანეს. აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების... გუშინდელი დღე მართლა საბოლოო სიტყვა იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ და არც მათ რუსულ კანონებს აქვთ მხარდაჭერა. თუ შევადარებთ 28-29 რიცხვს, ქართული, ეროვნული ღირსების ზეიმი იყო, გუშინ კი, გამდიდრებული ელიტის ბოლო გაბრძოლება იყო, რომელსაც ჩვენ დავასრულებთ.

ივანიშვილი გუშინ აბსოლუტურად ყველას ემუქრებოდა, მან თქვა, არა ევროკავშირს, კი - ბიძინას. მისი საგარეო და საშინაო კურსი ბიძინა ივანიშვილია და ამბობს, რომ ამ ქვეყანამ მხოლოდ ეს ადამიანი უნდა აქოს და ადიდოს, რომელიც რეალობას სრულიად მოწყვეტილია და ძალიან სუსტია. 20230 წელზე რომ მისვამთ კითხვას, რანაირად უნდა შევიდეს საქართველო ბიძინა ივანიშვილის პირობებში ევროკავშირში, კაცი პირდაპირ ამბობს, ევროპა ჩემი მტერიაო, რანაირად შეიძლება მტერს გაუერთიანდე? გუშინ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მტერია, მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ვიცი, რა უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაშიო. მის პირობებში ქვეყანა არათუ შევა ევროკავშირში, არამედ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ ამბობენ, რომ რაც მოპოვებული გვაქვს, იმასაც დავკარგავთ. შეიძლება საფრთხე დაემუქროს უვიზო მიმოსვლას, შეიძლება საფრთხე დაემუქროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს და იმ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას, რასაც ევროკავშირისგან ვიღებთ“, - თქვა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა