რუსული ხელისუფლება უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან ერთხელ და სამუდამოდ - გვარამია

სულ ნახვები : 120
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გვინდა გამოვეხმაუროთ ივანიშვილის ზიზღის, შუღლისმთესელ, აგრესიულ, მუქარებით სავსე და იზოლაციონისტურ განცხადებას. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების და ქართული, ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას, - ამის შესახებ დრეს, 30 აპრილს პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილმა ღიად განაცხადა გუშინ, თუ რას უპირებს საქართველოს და რა რის მისი რეალური გეგმა.

გვარამია აცხადებს, რომ ახლა ჯერი არის ხალხზე და არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, მისივე თქმით, აღარ არის იმის გარკვევის დრო, ვინ უფრო ადრე დაინახა „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობა, ალა ერთად მოქმედების დროა.

„ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში, ერთის მხრივ ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა და მეორეს მხრივ ევროინტეგრაციული ხასისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად. გუშინ, მამულზე გველაპარაკნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1783 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენ ის ბრძოლით და ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ. გუშინ ენაზე გვესაუბრნენ რუსები, ვინც ერთადერთი დამპყრობელია საქართველოში, ვინც ენას გვართმევდა 1978 წლის 14 აპრილს გახსოვთ გამოსვლები. გუშინ, სარწმუნოებაზე გვესაუბრნენ რუსები, ვინც საქართველოში შემოსვლის  შემდეგ გააუქმა ავტოკეფალია, გადაღება ქართული ფრესკები და აკრძალა ეკლესიებში ქართულად წირვა-ლოცვა. გულწრფელად უნდა ითქვას. ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვევს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას და სასწავლებლად ისინი ვეღარ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენების გარდა. უვიზო მიმოსვლის გაუქმებას და ინვესტორების გასვლას საქართველოდან და სამუშაო ადგილების ტოტალურ დაკარგვას და შემცირებას. უვიზო მიმოვლის გაუქმება და ქართველი ემიგრანტების გამოყრა დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიიდან და იმ ძალიან მნიშვნელოვანი და ქართველი ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლების დაკარგავს, რომელსაც დღეს ქართველები ახერხებენ შრომით დასავლეთის ქვეყნებში, სადაც მათ ძალიან გულღიად იღებენ და არ ეკითხებიან არც ტრადიციაზე, იდენტობაზე და სხვა საკითხებზე, მათ იღებენ როგორც ქართველებს, ღირსეულ ევროპელებს.

გუშინდელი გამოსვლის მერე, ზიზღითა და შუღლით სავსე გამოსვლის, რეპრესიების მომწოდებელი გამოსვლის, იზოლაციონისტურ დამაანონსებელი გამოსვლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ საკითხი აღარ ეხება მხოლოდ რუსულ კანონს. მეტიც საკითხი აღარ ეხება არც ევროინტეგრაციას. საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული ხაზის განვითარების, სრულიად რადიკალურად შეცვლას. დღეს აღარ არის დრო იმის ძიების, თუ ვინ როდის აღმოაჩინა ბიძინა ივანიშვილი, რომ რუსია. ფასეულია ყველა, მათ შორის ისინიც ვინც ეს გუშინ აღმოაჩინა და ამ დღეებში კიდევ აღმოაჩენს. ყველანი ფასეული არიან, რადგანაც ჩვენ ვართ ერთი სამშობლოს შვილები და ეს სამშობლო საფრთხეშია, მისი გადარჩენის ვალდებულება კი გვაქვს ჩვენ, მედასავლეთე ქართველებს. გულწრფელად უნდა ითქვას. მკაფიოდ კოორდინირებული ქმედებებით, არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული საზოგადოების ქართველი პატრიოტების საქართველოს მომავალზე მზრუნველი ადამიანების, ასე არის შესაძლებელი მხოლოდ რუსული ხელისუფლების დამარცხება. სისტემა უნდა დაინგრეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. სამშობლო საფრთხეშია, ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ, ეს ჩვენზეა. გუშინ ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკურ ოლინს აკეთებს ის შედის ყველაფერს, ჩვენც უნდა შევიდეთ ყველაფერს. ჩვენც პარტია ახალი შევდივართ ამ ბრძოლაში და ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რამ ეს ხელისუფლება დამთავრდეს და რუსული ხელისუფლება უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან ერთხელ და  სამუდამოდ“, - განაცხადა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა