„ვერ იქნება ის ლუკაშენკო, არ არის საქართველო ბელორუსი“ - რომან გოცირიძე ივანიშვილზე

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინდელმა შეკრებამ და ბიძინა ივანიშვილის ანტი ქართულმა, ანტიდასავლურმა, აშკარად პრორუსულმა განცხადებებმა ნათელი მოჰფინა ყველაფერს., თუ კი ვინმე გულუბრყვილო იყო ქვეყანაში და ეგონა, რომ რაღაც პუტინისტური ფრაქციის „ხალხის ძალის“, ექსკლუზიური და ასე ვთქვათ ორიგინალური ბოდვებია რასაც ისინი საუბრობდნენ, არა თუ ხალხის ძალას, ლუკაშენკოსაც და ლავროვსაც გადაასწრო ბიძინა ივანიშვილმა თავისი გუშინდელი განცხადებებით,  - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში,. სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო ჯგუფ „ევრო ოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე იმ განცხადებას, რომელიც გუშინ, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპარტიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

გოცირიძის თქმით, ივანიშვილს უნდა იყოს ალექსანდრე ლუკაშენკო, თუმცა მას ეს არ გამოუვა, რადგანაც საქართველო არ არის და არასოდეს გახდება ბელორუსი.

„ვიხილეთ კარიკატურული ფაშიზმის იდეოლოგია, მან გამოაცხადა „ქართული ოცნების“ დოქტრინა, რომელიც ნიშნავს ქვეყნის დასავლური ორბიტიდან მოწყვეტას და ძალა-უფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მხარდაჭერით და რუსეთის ზურგით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას. მან ფაქტობრივად აშშ და მთელი დასავლეთი დაადანაშაულა შევარდნაძის „წარმატებული“ ჯიმის ცვლილებაში ენჯეოებთან ერთად, მათი ფულით. რომელი ფული ჰქონდა ენჯეოებს, ფული კი არა 800 ლარი იყო შევარდნაძის როს ქვეყნის ბიუჯეტი, თურმე ეს პროგრესული რეჟიმი შევარდნაძის, რომელიც შეიცვალა ამერიკის აგენტებით და იგივე მოხდა მერე უკრაინაშიც და ეს პატიოსანი, საწყალი პუტინი აიძულეს, რომ ჯერ საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა და თურმე იძულებული გახდა მერე, რომ ომის პარტიას გამო უკრაინაშიც შეჭრილიყო. დანაშაულებრივი განცხადების თანამონაწილეები იყავით თქვენც, მოღალატური პროგრამის გამოცხადების როს იდექით მასთან ერთად ტრიბუნაზე. დაგსჯით თქვენ ქართველი ხალხი და ისტორია. ვერ გახდება ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკო. ის თავის თავს აიგივებს პუტინის ზურგით მომაგრებულ ლუკაშენკოსთან, ვერ იქნება ის ლუკაშენკო, არ არის საქართველო ბელორუსი, ეს განცხადება რაც გააკეთა არის ძალიან კარგი, რადგანაც გამოფხიზლდა ხალხი", - განაცხადა გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა