მაინც დაგჭირდათ ტაშის და ჯოს ძახილის დადება - პაატა მანჯგალაძე „ოცნებას“

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნება ბოლომდე არის პოლიტიკურად გაკოტრებული, - ამის შესახებ, პარლამენტის სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც ძალით და დაშინებით მიიყვანეს რუსთაველზე, ვერ აჩვენეს ის შედეგი რაც სურდა მმართველ პარტიას.

„მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ემზადებოდით მთელი კვირა მილიარდერის ფულით, ადმინისტრაციული რესურსით, საჯარო სამსახურის მობილიზებით, მაინც ვერ მიაღწიოთ იმ ეფექტს, რომელიც ფეისბუქით ერთ დღეში დაანონსებულმა ევროპის მხარდამჭერმა აქციამ შექმნა.

მაინც დაგჭირდათ ტაშის და ჯოს ძახილის დადება იმიტომ, რომ ის ადამიანები დიდი უმეტესობა იქ არ იყო მოსული თავისი ნებით. მე არ ვბრაზობ მათზე, მიხედვად იმისა, რომ ცუდი საქმისთვის იყვნენ მანდ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა