გუშინ აქციის ორგანიზებაში დახარჯული ფული? - ვახტანგ მეგრელიშვილი „ოცნებას“

სულ ნახვები : 179
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ მე მგონი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედით და ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება გამჭვირვალობის კანონის მიღების ფონზე, - ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს პარლამენტის სხდომაზე პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა,

მისი თმით, საინტერესოა, როდესაც საუბარი მიდის გამჭვირვალობაზე და მასთან დაკავშირებულ კანონზე, თუ არაის გამჭვირვალე, რა დაჯდა გუშინდელი აქცია, რომელიც დააფინანსა მმართველმა პარტიამ.

„გუშინ მაგალითად თქვენ თქვით, რომ 300 000, რომ წარმოიდგინოთ, რომ 100 000 კაცი იყო და თუნდაც 50 000 ეს ადამიანები იყვნენ დაფინანსებულები ას და ორას ლარზეც იყო საუბარი.

რომ ვიანგარიშოთ დაახლოებით დაიხარჯა 10 - 15 000 000 ლარი და კითხვა მაქვს, ეს 10-15 მილიონი ლარი სად არის დაფიქსირებული? ანუ სად არის ის გამჭვირვალობა? ეს ხომ პარტიული ღონისძიება იყო, დაჯდა ამდენი ფული, როგორც დავიჯერო, რომ ეს სადმე აისახება, რომ ერთ დღეში ამდენი ფული დაიხარჯა?“, -განაცხად ამან.

მეგრელიშვილმა, ასევე დასვა შეკითხვა უმრავლესობის წარმომადგენლების მისამართით, თუ ვინ არის მტრები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა სიტყვით გამოსვლის დროს.

„გუშინ გავიგეთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა სამყაროში, რომელიც იმართება შეთქმულების თეორიის შესაბამისად. თურმე აღმოჩნდა, რომ 2004 წლიდან ჩვენ გვმართავენ ვიღაცები, მასონები მართავენ მსოფლიოს დაახლოებით ეს მოვისმინეთ.

თქვენმა ლიდერმა დაასახელა მტრები, მაგრამ სახელები არ უთქვამს. ხომ არიან ადამიანები, რა ჰქვიათ? ვინ არიან ესენი? ეზოთერული ცოდნაა საჭირო რომ გავიგოთ, თუ თქვენ იცით ვინა რის მტერი, რომელიც 20 წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა