ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო - გოცირიძე

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ოცნების სახალხო შეკრებას და ივანიშვილის განცხადებებს აფასებს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა,

ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი თავისი განცხადებებით ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო.

„გუშინდელმა შეკრებამ და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულმა, ანტიდასავლურმა, აშკარად პრორუსულმა განცხადებებმა ნათელი მოჰფინა ყველაფერს. თუკი, ვინმე გულუბრყვილო იყო ქვეყანაში და ეგონა, რომ რაღაც პუტინისტური ფრაქციის „ხალხის ძალის“ ექსკლუზიური და ორიგინალური ბოდვები იყო, რასაც ისინი საუბრობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი თავისი განცხადებებით არათუ „ხალხის ძალას“, არამედ, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო. კარიკატურული ფაშიზმის იდეოლოგია ვიხილეთ, მან „ქართული ოცნების“ დოქტრინა გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის დასავლური ორბიტიდან მოწყვეტას და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მხარდაჭერით და ზურგით, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს. მან, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი დასავლეთი დაადანაშაულა შევარდნაძის წარმატებული რეჟიმის ცვლილებაში, რა თქმა უნდა NGO-ებთან ერთად. რომელი ფული ჰქონდა NGO-ებს კი არა, 800 მილიონი ლარი იყო შევარდნაძის დროს ქვეყნის ბიუჯეტი, თურმე, ეს პროგრესული რეჟიმი, რომელიც შემდეგ შეიცვალა ამერიკის აგენტებით, იგივე მოხდა თურმე, უკრაინაში და ეს პატიოსანი პუტინი, საწყალი, აიძულეს, რომ ჯერ საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა და თურმე, მერე იძულებული გახდა, ომის პარტიის, თუ რაღაც მასონური რაღაც ზეპარტიული გაერთიანების გამო უკრაინაშიც შეჭრილიყო. დანაშაულებრივი განცხადების თანამონაწილეები იყავით თქვენ, მოღალატეობრივი პროგრამის გამოცხადების დროს მასთან ერთად ტრიბუნასთან იდექით, თქვენ ქართველი ხალხი და ისტორია დაგსჯით! ვერ გახდება ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკო. მე არ ვარ შევარდნაძე, მე არ ვარ სააკაშვილი, სხვა რეჟიმი ვარ, სხვა ძალები გვაქვს, იანუკოვიჩი არ ვარო, იძახდა. იანუკოვიჩი მაიდანმა დაამხო, მაგრამ ის თავის თავს აიგივებს პუტინის ზურგით მომაგრებულ ლუკაშენკოსთან, მაგრამ ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკო, საქართველო არ არის ბელარუსი. ეს განცხადებები, რაც მან გააკეთა, ძალიან კარგია, რადგან მთელი საზოგადოება გამოფხიზლდა", - აღნიშნა გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა