თქვენი წამზომი ჩართულია - ხაბეიშვილი „ოცნებას“

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილი, შეუმდგარი დიქტატორი, ცინიკოსი კაცი რომ იდგა, რომელსაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს ჩემი აზრით, თავის თავს რომ იქებდა თქვენ რომ ტაშს უკრავდით. უბედურებაა, რომ ქვეყნის ბედი არის ამ კაცის ხელში, მაგრამ თქვენი წამმზომი ჩართულია და ამ ხალხს ერთი სული აქვს როდის მოგიშორონ ხელისუფლებიდან და ეს იქნება ძალიან მალე, არ გასცდება 5-6 თვეს, - ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინ, არ გაჟღერებულა ის პრობლემები, რომლებიც რეალურად გააჩნია საზოგადოებას.

„ძალიან მძიმე იყო საყურებლად გუშინდელი დღე, როდესაც ქართველ ხალხს ნაცვლად იმისა, რომ მათ პრობლემებზე დალაპარაკებოდა ხელისუფლება, დასცინოდა ფაქტობრივად. არც არაფერს არ დაპირებია , არც ხალხის კეთილდღეობას. ჯერ ხელისუფლებას ამხელა ბოღმა სად გაქვთ ან სად იტევთ? რატომ აკეთებს ივანიშვილი ისე რომ დაყოს საზოგადოება? სად იყო აქ ხალხის პრობლემებზე საუბარი? სად იყო პოზიტივი? სად იყო ერთობა? მუდმივად დამცინავად საუბრობდით, მუქარით, კანონს მაინც გავიტანთო,  ახალგაზრდებს მიმართავდა დაგღლითო, წელში გადაგტეხავთო, მაინც იმას გავაკეთებ რაც მინდაო და გენიოსს ეძახდა საკუთარ თავს. მგონი ფსიქიკურად რაღაც პრობლემები აქვს ამ ადამიანს და თქვენს ადგილას მივხედავდი ამ კაცს, რადგან ძალიან რთული იყო ამ ცინიკოსი, შეუმდგარი, დიქტატორის ყურება. ეს მილიარდერი კაცი გარშემორტყმული იყო ცალ-ცალი ფეხსაცმლით რომ მოხვედით და მილიონერები რომ გახდით იმ ხალხით, ე.ი პიედესტალზე იდექით ეს მილიონერები, კარგად ჩაცმულები, კარგი ნაჭამ-ნასვამი და ქვემოთ იყო ხალხი, რომელსაც 300-400-500 ლარზე უწევთ მუშაობა. თავადვე თქვით, რომ თქვენ დაიქირავეთ ავტობუსები, მაგრამ ეს ავტობუსები რატომ დაუქირავეთ? იმიტომ რომ იცით ამ ხალს გზის ფული არ აქვს მართლა რომ უნდოდეს თქვენი მხარდაჭერა, ფულიც არ აქვს რომ ჩამოვიდეს ბათუმიდან, ზუგდიდიდან და სხვა ადგილებიდან. ჩრ. კორეას, რუსეთს გადაასწარით და ბიძინა რომ ამბობდა არა ევროინტეგრაციას, კი რუსულ კანონს, ასეთ ხელოვნურ, ჩაწერილ ტაშს რთავდით. თქვენსავე მოსულ აქციაზე ადამიანები აპროტესტებდნენ გაჭირვებას. წარმოუდგენლად მძიმეა ამის ყურება. თან მერე იცინით, დასცინით ამ ხალხს.თქვენ დემოკრატია რა გგონიათ? დემოკრატია არის ხალხის მმართველობა. ასი ათასი ადამიანი ერთ საათში რომ გამოდის ყველა ჯერზე, როცა აქცია ჩაინიშნება და აპროტესტებს, სულ რომ არ ეთანხმებოდეთ, ნორმალური ხელისუფლების პირობებში იტყოდით, რომ ხალხმა გადაწყვიტოს, არ გვინდა დაპირისპირება, ხუთ თვეშია არჩევნები. ივანიშვილი, შეუმდგარი დიქტატორი, ცინიკოსი კაცი რომ იდგა და სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს ჩემი აზრით, თავის თავს რომ იქებდა, მერე თქვენ რომ ტაშს უკრავდით, უბედურებაა, რომ ქვეყნის ბედი არის ამ კაცის ხელში. თქვენი წამმზომი ჩართულია და ამ ხალხს ერთი სული აქვს როდის მოგიშორონ ხელისუფლებიდან და ეს იქნება ძალიან მალე, არ გასცდება 5-6 თვეს.“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა