რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები - არმაზ ახვლედიანი

სულ ნახვები : 78
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცოტა მეგულება საქართველოში  მოქალაქეთა ისეთი  ნათელი ჯგუფი, თქვენსავით რომ ესმით მშვიდობის ფასი - ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობისა და სამხედროების  დასაცავად, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებული ტემპი.

 „საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელოვანი ოფიცრებო, რიგითებო, ყველას გილოცავთ თქვენს დღეს - ამ დიდებულ დღესასწაულს.  ცოტა მეგულება საქართველოში  მოქალაქეთა ისეთი  ნათელი ჯგუფი, თქვენსავით რომ ესმით მშვიდობის ფასი, დემოკრატიის ფასი, საქართველოს ევროპული მომავლის ფასი და პატრიოტობის ძალა.

რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები, რაც შექმნის გრძელვადიან, საფუძვლიან გარანტიას საქართველოს წარმატებული დემოკრატიზაციისთვის, დალხინებული ცხოვრებისთვის და ადამიანზე ორიენტირებული სამართლიანი სახელმწიფოს შექმნისთვის“, - განაცხადა ახვლედიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა