მმართველი ძალის და ქვეყნის მოსახლეობის, საზოგადოების ინტერესი არის იგივე - დავით მათიკაშვილი

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ აქ, საქართველოს დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოს წინ 200 ათასზე მეტი ქალი და კაცი, ერი და ბერი იდგა და მხარს უჭერდა ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, გამჭვირვალეობას, ღიაობას, საჯაროობას, ჭეშმარიტ დემოკრატიას, ქვეყნის ევროპულ განვითარებას ღირსებით, ორ ფეხზე დგომით, ქვეყნის ტრადიციების, მორალის, ეკლესიის პატივისცემით, ერთურთის სიყვარულით და ერთურთის გატანით, - ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს გაუმჭვირვალობას, „შავი ფულის“ შემოდინებას  პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად.

„ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსენით რა არის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველი, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად მკაცრად  უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლება, როგორი წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს, უნდა დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად, ჩვენი შვილები ოჯახები, საზოგადოება დავიცვათ ფსევდოლიბერალური ღირებულებების მოზღვავებისგან, პროპაგანდისგან, რომელიც კარგს არაფერს ჰპირდება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ ჩვენი, მმართველი ძალის და  ქვეყნის მოსახლეობის, საზოგადოების ინტერესი არის იგივე - „არა ფსევდოლიბერალურ ღირებულებების პროპაგანდას“, „არა ოჯახური ტრადიციების შებღალვას“ და „დიახ, ტრადიციებით და ღირსებით სვლას ევროპისკენ!“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა