ვერ ამოატრიალებს საქართველოს - ქადაგიშვილი ოპოზიციას

სულ ნახვები : 91
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საქართველოს თავისუფლება,  დამოუკიდებლობა,   სუვერენიტეტი და ჩვენი ერის თვითმყოფადობა, მრავალეროვანი, მრავალეთნიკური, მრავალ რელიგიური თავისუფლება არის ჩვენი სიძლიერის წყარო“, - ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი აპროტესტებდა იმ ბულინგს, რომელსაც ოპოზიცია ყოველდღიურად ახორციელებს მასზე.

„საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება,  ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა  ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეს საქართველოს, არჩევნების არაღიარებით,  ხელოვნურად შემოგდებული „არასამთავრობოთა“ გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით. დაუმთავრებელი შემოგზავნით დივერსანტებისა და პარანოიკებისა, რომელთაც რევოლუციები უნდა გამოეწვიათ აქ. უკრაინასთან ერთად საშინელება უნდა დაგვტყდომოდა ჩვენ. ვინ არის „გლობალური ომის პარტია“?  ეს შეკრული წრე არის თავის პუტინით დაწყებული და წამქეზებლებით დამთავრებული. საქართველომ და ქართველ ხალხმა, ეს ისტორიულად იცის. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ჯარს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა