აშშ-მ რუსულ ბანკებთან ენერგეტიკის სფეროში ანგარიშსწორების წარმოების ნებართვა გასცა

სულ ნახვები : 261
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუსულ ბანკებთან ენერგეტიკის სფეროში ანგარიშსწორების წარმოების ნებართვა გასცა. ნებართვა გაცემულია „ვითიბი ბანკთან“, „ცენტრობანკთან“, „სბერბანკთან“, „ვნეშეკონომბანკთან“ და „ალფა-ბანკთან“ თანამშრომლოვაზე.

აშშ-ის სახაზინო უწყების მიერ გაცემულ ლიცენზიაში წერია, რომ აღნიშნულ ბანკებთან ოპერაციებზე აკრძალვა 2024 წლის პირველ ნოემბრამდე მოიხსნა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ენერგეტიკასთან დაკავშირებულად მიიჩნევა ტრანზაქციები, რომლებსაც კავშირი აქვთ ნავთობის, გათხევადებული აირის, ხის მერქნის, ქვანახშირისა და ურანის მოპოვებასთან, წარმოებასთან, გადამუშავებასთან, გათხევადებასთან, ტრანსპორტირებასთან ან შეძენასთან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა