ჩვენი ისტორია მდიდარია გმირობის მაგალითებით - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 30 აპრილს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პაპუაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეები არიან ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, სიმშვიდის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საფუძველი.

„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას.

თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, სიმშვიდის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საფუძველი, ჩვენი მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი. თქვენი გმირული წარსულითა და ტრადიციებით ქმნით დღევანდელობას და ღირსეულად მიგვიძღვებით მომავალი გამარჯვებებისკენ. ამიტომ მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ძალების დღეს სწორედ თქვენთან ერთად აღვნიშნავ.

ჩვენი ისტორია მდიდარია გმირობის მაგალითებით, როდესაც ჩვენი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები მტკიცედ იცავდნენ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ ინტერესებს. სხვადასხვა დროს, მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში, ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ, მათ საამაყო სიმამაცე და მედეგობა გამოიჩინეს და პატივისცემა და ქება დაიმსახურეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა