საქართველოს ხელისუფლება ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 90
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რუსეთის მიერ ისტორიული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა საფრთხეები - ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ამიტომ დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად ვიაზრებთ ძლიერი თავდაცვის ძალების მნიშვნელობას და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას. გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა ფორმატებში, რათა საუკეთესო უახლესი ტექნოლოგიებით, წვრთნებითა და შეიარაღებით ხელი შევუწყოთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას.

თავდაცვის ძალების დღეს, პატივს მივაგებთ ასევე იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს - თქვენი შვილები, მამები, მეუღლეები გმირები და პატრიოტები არიან. მათი გმირობით დგას დღეს საქართველო დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოდ. ყოველთვის გვემახსოვრება მათი სიმამაცე და თავგანწირვა.

პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. ვამაყობთ თქვენით და წარმატებას გისურვებთ თქვენ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. საქართველო იყო, არის და იქნება ჩვენი საყვარელი საფიცარი სახელი.  ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა