გუშინ ვიხილეთ მოძველებული, ატროფირებული მხარე - ირაკლი ფავლენიშვილი „ოცნების“ აქციაზე

სულ ნახვები : 68
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილმა გააჟღერა რუსული მესიჯები, რომ რევოლუციას, დესტაბილიზაციას ჩვენს ქვეყანაში აწყობდა და აწყობს დასავლეთი და ამ ყველაფერზე ქართველ ხალხს აქვს ერთი მკაფიო პასუხი - არა ივანიშვილს, არა რუსეთს და არა მონობას, ეს პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და წაგლეკავთ ივანიშვილო და ყველა მისი ბანდის წევრებო, - ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს, ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, გუშინ თბილისში საზოგადოების ატროფირებული მხარე იყო წარმოდგენილი.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როგორც გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ ეროვნული ორგანიზმი, საქართველოს ჯანსაღი ნაწილი, თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი ახალგაზრდები და მათ შორის ყველა ასაკის წარმომადგენელი, ისე გუშინ ვიხილეთ მოძველებული, ატროფირებული მხარე, ისინი ებღაუჭებიან ძალაუფლებას და მათი სახე, ყველაზე კარგი სიმბოლო არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანი დაგვემუქრა, ცდილობდა ჩვენს შეშინებას და მივმართავ მას და ყველა მის ბანდის წევრს, იმ ბიზნესმენებსაც, რომლებმაც პოსტები გამოდეს რუსული კანონის მხარდასაჭერი - ვერ შეგვაშინებთ, ეს ქვეყანა არის ჩვენი. საქართველო მაშინ იყო ძლიერი და სუვერენული, როდესაც დასავლური ოჯახის წევრი იყო. ყოველთვის, როდესაც უკუნეთი იყო ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკური, პოლიტიკური და მაშინ ვიყავით მოწყვეტილები ძალით დასავლეთისკენ და ამას ცდილობს ახლა ივანიშვილი. ამიტომ იყო გაჟღერებული ივანიშვილის მხრიდან ყველა რუსული მესიჯი, რომ თითქოს და კოლექტიური დასავლეთი არის გლობალური ომის პარტია და თურმე ომს და სისხლისღვრას რუსეთი კი არ განაპირობებს, არამედ დასავლეთი არის ამის მომწყობი. რევოლუციას, დესტაბილიზაციას თურმე ჩვენს ქვეყანაში დასავლეთი აწყობდა და ამ ყველაფერზე ქართველ ხალხს აქვს ერთი მკაფიო პასუხი - არა ივანიშვილს, არა რუსეთს და არა მონობას, ეს პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და წაგლეკავთ ივანიშვილო და ყველა მისი ბანდის წევრებო.“- განაცხადა ფავლენიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა