ვისაც გესმით ნამდვილი შინაარსი ილია ჭავჭავაძის სიტყვების, ისევ გამოდით - თამარ კორძაია

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორი საუკუნეა საქართველო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ გუშინ დააანონსეთ, რომ ორი საუკუნის ბრძოლა უნდა დასრულდეს რუსეთის წარმატებით და არ გამოგივათ ეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია რუსეთის ხელქვეითებმა ილიას ციტირება გულწრფელად მოახდინონ. კორძაიას თქმით, ვისაც ილიას სიტყვების აზრი ესმის, ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

„ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც თქვენ ციტირებთ და ეყრდნობით, გააღვივა დასავლური კურსისა და საქართველოს აღორძინების იდეა. ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ საქართველოს იდეა აეღორძინებინა, რომელიც შეუძლებელია ყოფილიყო რუსეთის ხელქვეშ და მისი ფრაზები, რომლებსაც ციტირებთ, შინაარსგამოცლილია თქვენგან, იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება დაუთმო რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლებას. ამიტომ ვამბობ, რომ გუშინ თქვენი გამოსვლა იყო ფსევდოპატრიოტული სულისკვეთების, ქვეყნის სუვერენიტეტს ამოფარებული და ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი განცხადებები. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და სამწუხაროდ, ამას აკეთებთ სწორედ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული და ეს არის სწორედ იმ მოქალაქეების მოტყუება, რომლებიც გუშინ მოიყვანეთ აქ. ჩემი პატივისცემა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მხარდაჭერა თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გუშინ სახის გამოჩენის ერიდებოდა, იმიტომ, რომ დავალების შესრულება არავის არ სიამოვნებს. ორი საუკუნეა საქართველო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ გუშინ დააანონსეთ, რომ ორი საუკუნის ბრძოლა უნდა დასრულდეს რუსეთის წარმატებით და არ გამოგივათ ეს. ამიტომ, ვინც ამ პროცესში ევროპის მხარეს ხართ და არა რუსეთის, ვისაც გესმით ნამდვილი შინაარსი ილია ჭავჭავაძის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი მოვლენის, ისევ გამოდით და ისევ თქვით თქვენი სიტყვა, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი და ევროპის ოჯახის წევრი სახელმწიფო“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა