ოპოზიცია მიტინგებზე იპრანჭება, გეგონება საცოლეს ან საქმროს ეძებსო - ხვიჩია

სულ ნახვები : 168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპოზიცია მიტინგებზე იპრანჭება, გეგონება, მიტინგზე გამომსვლელი საცოლეს ან საქმროს ეძებსო, პრანჭვით არის დაკავებული, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, განაცხადა.

ხვიჩიას სურს, რომ ოპოზიციის აქციები უნდა იყოს საქმიანი.

„ჩვენ საქმით უნდა დავკავდეთ, აქციაზეც უნდა იდგეს საქმიანი ხალხი, ვისი ლაპარაკის მოსმენაც ხალხს უნდა. მე აქციის ორგანიზატორებისგან ვითხოვ, აუშვით პოლიტიკოსები, ოღონდ ისე რომ, პასუხს აგებდნენ საკუთარ სიტყვებზე.

სავალდებულო არ არის ხალხი ყველაფერს ტაშს უკრავდეს, არც დაუკრავს გიჟურ დაპირებას. ახალგაზრდებმაც უნდა იაქტიურონ, როცა გიჟობას დაიწყებს პოლიტიკოსი, უსტვინეთ, როცა რაღაც არ მოგეწონებათ, ემოციები გამოხატეთ, რადგან ჩვენ ცოცხალი პოლიტიკური პროცესი უნდა ჩავრთოთ ოპოზიციაში. ამ ადამიანებს წინასაარჩევნოდ ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ თუ წავა, ერთპიროვნული მმართველობა აღარ იქნება. არც მიშა იქნება ერთპიროვნული მმართველი და არც გრიშა“, -თქვა  ხვიჩიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა