„გუშინ ქართველმა ხალხმა გვითხრა - თქვენ მიიღებთ კანონებს და ეს დავალება შესრულდება“ - მდინარაძე

სულ ნახვები : 219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დიახ, გუშინ  ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და გვითხრა - დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“, თქვენ მიიღებთ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნული ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს. ეს დავალება შესრულდება!“ - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, გუშინ რუსთაველზე შეკრებილმა  200 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მთელ მსოფლიოს  და არა მხოლოდ საქართველოს, აჩვენა, რამდენად დიდია ერთობის, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული იდენტობისა და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეუძლია ქართველებმა ამით იამაყონ.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მათ მოითხოვეს,  მათ უზრუნველყვეს და არა ჩვენ. სწორედ,  მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეთქვათ  - დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ჩვენ გვინდა გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს  ეროვნულ ინტერესებს და  არავინ არასდროს მოქმედებდეს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, ფონდების და ძალების ინტერების შესაბამისად, არამედ უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ქართული ინტერესი, რომელიც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა